მერაბ დვალიშვილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქი წონის საუკეთესო თხუთმეტეულშია
მერაბ დვალიშვილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქი წონის საუკეთესო თხუთმეტეულშია

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი (Bantamweight) წონის საუკეთესო თხუთმეტეულშია.

გასულ უქმეებზე წონის ჩემპიონი რუსი პიოტრ იანი გახდა, რომელმაც ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა და კარიერაში პირველად დაიმსახურა ქამარი. მისი გაჩემპიონების შემდეგ ორგანიზაციის ვებგვერდზე საუკეთესო თხუთმეტეულში ქართველი სპორტსმენი გამოჩნდა. მისი სახელის გასწვრივ აბრევიატურა „NR“ (Not Previously Ranked) წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენს წარსულში ნომრიანი რეიტინგი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 13 ივნისს გამართა და გუსტავო ლოპეზი მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველ მებრძოლს ზედიზედ ოთხი გამარჯვება აქვს.