მერაბ ჟორდანიას ვაჟი „ეინდჰოვენში“ ვარჯიშობს
მერაბ ჟორდანიას ვაჟი „ეინდჰოვენში“ ვარჯიშობს

ქართველი ფეხბურთელი ლევან ჟორდანია პოპულარულ ჰოლანდიურ კლუბში, “ეინდჰოვენში” ვარჯიშობს და შესაძლოა, მალე კონტრაქტი გააფორმოს.

ლევანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიასა და მაკა ასათიანის ვაჟია. 21 წლის ნახევარმცველი შემტევი ნახევარმცველია და ჰოლანდიაში 2010 წლიდან არნემის “ვიტესში” ვარჯიშობდა. 2014 წელს ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონის გრუსბეკისაჩილესის” 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა, საიდანაც 2017 წლის ბოლოს დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს.

ჟორდანიაზე ინფორმაციას ჰოლანდიური გამოცემა Eindhovens Dagblad ავრცელებს, რომლის ცნობითაც, წლის ქართველი ფეხბურთელი “ეინდჰოვენში” იანვრიდან ვარჯიშობს.