მერაბ ჟორდანია საქართველოში საქმიანობას ჯერ არ აპირებს
მერაბ ჟორდანია საქართველოში საქმიანობას ჯერ არ აპირებს

მერაბ ჟორდანია უახლოეს პერიოდში საქართველოში საქმინაობას არ აპირებს – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად ევროპაში ცხოვრობ და ვსაქმიანობ. ამ თემაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საერთოდ, არა მგონია, რომ ამაზე პასუხისთვის მზად ვიყო“, – ამბობს მერაბ ჟორდანია.

მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:

„ჩვენს ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღურად ვეცნობი და ვიცი, რაც ხდება. ფეხბურთში წამყვან პოზიციებზე მყოფ ხალხთან საქართველოში მოღვაწეობისას მქონდა ურთიერთობა, ჩემს უახლოეს მეგობრებად ვთვლი და მათ წარმატებას ჩემს წარმატებად აღვიქვამ“.