მერაბ ჟორდანია „დინამოს“ წაგებაზე - ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც არაფერია (ვიდეო)

„ეს არის ფსკერი, ამის იქით არაფერია,“ – ასე შეაფასა თბილისის „დინამოს“ წაგება ფარერების კუნძულების „კლაკსვიკთან“ მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“.

თბილისის „დინამოს“ და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ღიად ილაპარაკა კლუბის წარუამტებლობაზე.

„15 წელი არ ვყოფილვარ ტელევიზიაში და რადგან ვოვა გუცაევმა მთხოვა, უარი ვერ ვთქვი. ფარერებთან წაგება იყო ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდთან შეხება ჰქონია, „დინამოში“ უთამაშია ან უგულშემატკივარია. კარგად გვახსოვს ვერისპარკელი გულშემატკივრები. არ ვიცი, ეს ხალხი როგორ გადაიტანს. აქ რომ მოვდიოდი, დამირეკეს, ხურცილავა ცუდად გამხდარა. ცალკე საშა ჩივაძეს ველაპარაკე და ხმას ვერ იღებდა. ამაზე მეტი შეურაცხყოფა ამ ხალხისთვის არავის მიუყენებია. ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც არაფერია,“ – განაცახადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში” მერაბ ჟორდანიამ.