მერაბ ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს კიდევ 4 წლის ვადით დაიკავებს – გადაწყვეტილება დღეს ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში გამართული ყრილობის დელეგატებმა მიიღეს.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მერაბ ბაზაძემ გასული ოთხი წელი შეაჯამა, ისაუბრა იმ წარმატებებსა და მიღწევებზე, რასაც ფედერაციამ თუ მოფარიკავეებმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწიეს. სხდომაზე ასევე განიხილეს მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა. საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, საქართველოში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს სენიორებს შორის და 2026 წლის ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს.
ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტებად ზაზა მჭედლიძე და ვარლამ ჯაში აირჩიეს, ხოლო გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილი იქნება. დაასახელეს გამგეობის წევრები – მერაბ ბაზაძე, ზაზა მჭედლიძე, როსტომ აბაშიძე, მალხაზ ძნელაძე, თათია აფციაური, სერგი ხატიაშვილი, ქრისტინა გორდეზიანი.