მექსიკის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად რაფაელ მარკესი დაინიშნა #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებთან წაგების (2:3) შემდეგ მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ თანამდებობა დატოვა.
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ აგირეს შემცვლელი მალევე დანიშნა – ამ თანადებობას მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ მარკესი დაიკავებს – 47 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა.
მარკესი 2024 წლიდან მექსიკელთა სამწვრთნელო შტაბში ხავიერ აგირეს ასისტენტად მუშაობდა, მანამდე კი „ბარსელონის“ მეორე გუნდს წვრთნიდა. ფეხბურეთელობისას მარკესი „ატლასის“, „მონპელიეს“, „ბარსელონას“, „ნიუ იორკ რედ ბულსისა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა.
რაფაელ მარკესმა მექსიკის ნაკრებში 148 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა – ითამაშა მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე.