მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

​მექსიკაში მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებში ამ დრომდე 9 ადამიანს ეძებენ. ამიტომ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. Reuters-ის ცნობით, დაღუპულები და დაშავებულები მშენებლობაზე მომუშავე პირები არიან. მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.