მექსიკაში მატარებელი ორსართულიან ავტობუსს შეეჯახა, დაღუპულია, სულ მცირე, ათი ადამიანი

01:51, 09.09.2025

მექსიკაში მატარებელი ორსართულიან ავტობუსს შეეჯახა, დაღუპულია, სულ მცირე, ათი, ხოლო დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ინდუსტრიულ ზონაში, ქვეყნის დედაქალაქიდან დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარე გზატკეცილზე მოხდა.

მექსიკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, დაღუპულია შვიდი ქალი და სამი მამაკაცი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი