მექსიკაში ევროპის ლიგის თასი ორი დღით მოიპარეს
მექსიკაში ევროპის ლიგის თასი ორი დღით მოიპარეს

მექსიკის ქალაქ ლეონში სადემონსტრაციოდ ჩაიტანეს ევროპის ლიგის თასი, მაგრამ საზეიმო ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე, თასი მოიპარეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, უცნობებმა თასი კომპანის FedEx-ის სატრანსპორტო საშუალებიდან გაიტაცეს. პოლიციამ პრიზი ორი დღის შემდეგ იპოვა და ორგანიზატორებს გადასცა.

არ არის ცნობილი, სად აღმოაჩინეს თასი და დააკავეს თუ არა გამტაცებლები.

ევროპის ლიგის თასის წონა 15 კილოგრამია და ის ყველაზე მძიმე პრიზია ევროპაში. 2017-2018 წლების ევროპის ლიგის ფინალი 16 მაისს, ლეონში გაიმართება.