მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4,050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 267 ადამიანი
მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4,050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 267 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4,050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა 267 ფატალური შემთხვევა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მექსიკაში „კოვიდ-19“ 216,852 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 26,648 გარდაიცვალა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.