მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ხალისკოს შტატში ფურგონი სატვირთო მანქანას დაეჯახა. გარდაცვლილია 14, ხოლო დაშავებულია 12 ადამიანი.

„როიტერის“ ცნობით, დაშავებულთაგან მცირეწლოვანი ბავშვის და ერთი ზრდასრულის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ფურგონი გზის პირას მდგარ, ხის მასალით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი მოედო.

დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია.