მეოთხე ორმაგი დუბლი NBA-ში - ბითაძის 17 ქულა და 10 მოხსნა „დენვერთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლა და 118-125 დამარცხდა. რიკ კარლაილის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია. შეგახსენებთ, რომ ბოლოს „პეისერსმა“ 20 მარტს „პორტლენდს“ მოუგო.

ქართველიმა კალათბურთელმა „დენვერთან“ წინააღმდეგ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 33:23 წუთი ითამაშა. ბითაძემ 17 ქულითა და 10 მოხსნით (6 შეტევაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის ანგარიშზე ასევე 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. გოგამ 5-დან 2 სამქულიანი, 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. ის მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაგეტსმა“ პირველი მეოთხედი ძალიან დიდი სხვაობით მოიგო 43-15, „ინდიანამ“ მაინც მოახერხა თამაშში დაბრუნება და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეოთხე მეოთხედში „დენვერი“ უკეთესად გამოიყურებოდა და საბოლოო ჯამში, 7 ქულით მოიგო.

ბითაძის გარდა ორმაგი დუბლი ნიკოლა იოკიჩმა გაიფორმა, მას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 37 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასი. „პეისერსის“ მხრიდან ქულების გოგაზე უკეთესი მაჩვენებელი ბადი ჰილდსა (20 ქულა) და ტერი ტეილორს (18 ქულა და 9 მოხსნა) ჰქონდა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ 2 აპრილს „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.