მეოთხე მედალი ოლიმპიადაზე - გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
მეოთხე მედალი ოლიმპიადაზე - გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.

ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.

გურამმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გდებით სძლია.

მეოთხედფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით ჩამოიშორა გზიდან.

ნახევარფინალში კი ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით აჯობა.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

 

1/8 ფინალი

თუშიშვილი VS რახიმოვი (ტაჯიკეთი)

1/4 ფინალი

თუშიშვილი VS სილვა (ბრაზილია)

1/2 ფინალი

თუშიშვილი VS ბაშაევი (ROC)

ფინალი

თუშიშვილი VS კრპალეკი (ჩეხეთი)