მეოთხე მარცხი სექტემბრის ბაშოზე - ტოჩინოშინს ტაკანოშომ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა მეექვსე ბრძოლა გამართა. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეათე მაეგაშირა ტაკანოშო იყო.

ურთიერთშეხვედრებში ტაკანოშოს უპირატესობა დიდია. დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული, მეტოქეს  – ოთხჯერ.

სამწუხაროდ, ურთიერთშეხვედრების უარყოფითი ბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა და ლევან გორგაძე იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ამგვარად, ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მეოთხე ორთაბრძოლა დათმო და ჯერჯერობით, უარყოფითი ბალანსი აქვს – ორი გამარჯვება და ოთხი მარცხი.