მეოთხე მარცხი ჩემპიონთა ლიგაში - თბილისის „დინამომ“ სპლიტში დიდი ანგარიშით წააგო #1TVSPORT
მეოთხე მარცხი ჩემპიონთა ლიგაში - თბილისის „დინამომ“ სპლიტში დიდი ანგარიშით წააგო #1TVSPORT

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ სტუმრად სპლიტის „იადრანს“ დაუპირისპირდა და 7:21  დამარცხდა.

ამ თამაშამდე „დინამო“ „იადრანს“ ორჯერ შეხვდა. პირველი მატჩი 2021 წელს ხორვატებმა 15:13 მოგვიგეს, მიმდინარე წლის 20 აპრილს კი დინამოელებმა თბილისში „იადრანი“ დაძაბულ ბრძოლაში 12:11 დაამარცხეს.

ამჯერად შეხვედრის სტარტზე მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ დინამოელებმა ჯახაიასა და პიეშევაცის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს. პირველ მეოთხედში მაგრაქველიძემ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა საპასუხოდ ხორვატებმა 4 გაგვიტანეს და მეოთხედი 3:6 წავაგეთ.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედი გაცილებით უკეთ ჩაატარეს, მატჩის ამ მონაკვეთში „დინამომ“ გოლის გატანა ვერ მოახერხა, საკუთარ კარში კი 8 მიიღო და ტაიმი 3:14 დავთმეთ.

დარჩენილი ორი მეოთხედიც მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ  მიმდინარე წლის ბოლო მატჩში „დინამომ“ დიდი ანგარიშით წააგო.  დინამოელთაგან გოლები პიეშევაცმა (3), ახველდიანმა (2), ჯახაიამ და მაგრაქველიძემ გაიტანეს.

მომდევნო ტურის შეხვედრას „დინამო“ სტუმრად ჩაატარებს – ჩვენი გუნდი 2023 წლის 10 იანვარს სერბეთში „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.

 
1. ბარსელონეტა 4 4 0 0 63:29 12
2. ოლიმპიაკოსი 4 4 0 0 59:31 12
3. პრო რეკო 3 2 0 1 41:30 6
6. იადრანი 4 2 0 2 48:47 6
4. ვულიაგმენი 3 1 1 1 28:27 4
5. რადნიჩკი 4 1 1 2 43:60 4
7. ჰანოვერი 4 0 0 4 32:59 0
8. დინამო (თბ) 4 0 0 4 31:68 0