მეოთხე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუსთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
მეოთხე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუსთან წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა, რომელსაც ტოჩინოშინის მსგავსად მოგება-წაგებათა ბალანსი 1-3-ზე ჰქონდა.

ბრძოლა დაძაბული გამოდგა. შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინი მავაშის აღებას ცდილობდა, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა და ახლოსაც არ მიუშვა. საბოლოო ჯამში გამარჯვებულის გამოსავლენად მონოის შეკრება გახდა საჭირო, მსაჯებმა კი ჩიოტაირიუს ჰატაკიკომის ილეთით მოგება ჩაუთვალეს.

 

გორგაძეს საქმე საკმაოდ გაურთულდა. მას აკი ბაშოზე 1 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 10 ბრძოლიდან 7-ში მოგება სჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე 3 მოგება და 2 წაგება აქვს.