მეორედ სიმბოლურში – ვოლკოვი აზერბაიჯანში დააფასეს

11:18, 17.04.2019

დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გამოარჩიეს და 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

საბურთალოს ყოფილი თავდამსხმელი გაბალაში იანვარში გადავიდა და აზერბაიჯანული პრემიერლიგის გუნდის, გაბალას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. გუნდმა ბოლო ტურში გასვლაზე ზაქათალას კეშლა 2:1 დაამარცხა, მეორე გოლი კი ქართველმა შემტევმა გაიტანა.

23 წლის ვოლკოვმა აზერბაიჯანულ პრემიერ ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი უკვე მეორედ დაასახელეს. მისი გუნდი 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ გაბალა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოხვდა.

მსგავსი