მეორედ ბათუმში ინგლისთან - 21- წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
მეორედ ბათუმში ინგლისთან - 21- წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 21- წლამდელთა ნაკრები, 16 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმში ინგლისის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებს. ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).

მცველები: საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფეშვილი, თორნიკე მორჩილაძე (სამივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია)

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ შეხვედრასაც, სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. 1996 წლის 8 ნოემბერს გამართული მატჩი, ინგლისელებმა მინიმალური სხვაობით – 0:1 მოიგეს, შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა, მაიკლ დაბერიმ 81-ე წუთზე შეძლო.

საერთოდ, ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. განვლილ 3 მატჩში, 2 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსისვალიზე“ გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.