მეორე ტაიმი წიტაიშვილის ბენეფისად გადაიქცა - გიორგის საგოლე გადაცემა და გოლი „პრიშტინასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
მეორე ტაიმი წიტაიშვილის ბენეფისად გადაიქცა - გიორგის საგოლე გადაცემა და გოლი „პრიშტინასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა ოდესის „ჩერნომორეცში“ წარმატებული თამაში ჩაატარა და გუნდს კოსოვოს „პრიშტინასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა.

ეს უკრაინული გუნდის თურქულ საწვრთნელ შეკრებაზე მოხდა, სადაც „ჩერნომორეცი“ სეზონისთვის ემზადება. ოდესის „ჩერნომორეცის“ მეტოქე პირველ ამხანაგურ მატჩში კოსოვოს მოქმედი ჩემპიონი იყო.

„მეორე ტაიმი წიტაიშვილის ბენეფისად გადაიქცა“, – ასე შეაფასა უკრაინულმა გამოცემა „უა-ფუტბოლმა“ ქართველი შემტევის თამაში. ოდესელებმაპრიშტინა“ 4:0 დაამარცხეს. მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდნენ ბექა ვაჩიბერაძე და წიტაიშვილი, რომელმაც ორი გოლი არაფრიდან შექმნა.

ოდესელებმა თითოეულ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს, თუმცა კიდევ უფრო მეტი შანსი შექმნეს. 70-ე წუთზე წიტაიშვილის გადაცემით ბულგარეთის ნაკრების თავდამსხმელმა ცონევმა კოსოვოელების კარი მესამედ აიღო, ხოლო სამ წუთში თავად წიტაიშვილმა საჯარიმოს კუთხიდან მოჭრილი დარტყმით ძალიან ლამაზად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „ჩერნომორეცის“ სასარგებლოდ.

 

ოდესელებმა კიდევ ერთი მატჩი ჩაატარეს კოსოვოს გუნდთან – ამჯერად „დრიტასთან“ და 1:1 ითამაშეს. ამჯერად, ორივე ქართველი ფეხბურთელი „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს.