კიდევ ერთი რუსი სპორტსმენი გამოიჭირეს პიონჩანგის ოლიმპიადაზე აკრძალული პრეპარატის მიღებაში.
რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ რუსი ბობსლეისტის ნადეჟდა სერგეევას დოპინგ-სინჯში აღმოჩენილია პრეპარატი ტრიმეტაზიდინი.
“დღეს, ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ “ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან” გუნდის წევრის, ბობსლეისტი ნადეჟდა სერგეევას დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ ტრიმეტაზიდინზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოქმედი რეგლამენტის თანახმად მიიღებენ”, – წერია რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
30 წლის სერგეევამ პიონჩანგში ორადგილიანი ბობებით ასპარეზობისას მე-12 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, რუსეთის ნაკრებში დოპინგ-სკანდალი იყო ქერლინგში: მიქსტში მოასპარეზე ალექსანდრ კრუშელნიცკის მელდონიუმის გამოყენება დაუმტკიცეს და ბრინჯაოს მედალი ჩამოართვეს.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე