მეორე რაუნდის ორი ჯგუფი დაკომპლექტებულია | ჩინეთი 2019
მეორე რაუნდის ორი ჯგუფი დაკომპლექტებულია | ჩინეთი 2019

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე მეორე რაუნდის ორი ჯგუფი დაკომპლექტდა.

I ჯგუფში მოხვდნენ არგენტინა, პოლონეთი, ვენესუელა და რუსეთი, J ჯგუფში კი სერბეთი, ესპანეთი, იტალია და პუერტო რიკო.

შეგახსენებთ, რომ მეორე რაუნდში გუნდებს პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები გადმოყვებათ. არგენტინამ, პოლონეთმა, სერბეთმა და ესპანეთმა უდანაკარგოდ იასპარეზეს, ამიტომ ისინი მეორე რაუნდს ექვსი ქულით დაიწყებენ, ვენესუელას, რუსეთს, იტალიასა და პუერტო რიკოს კი 5-5 ქულა აქვთ.

აქვე შეგახსენებთ გუშინ, 4 სექტემბერს გამართული მატჩების შედეგებს.

ანგოლა 84-81 ფილიპინები
კოტ დივუარი 63-80 პოლონეთი
პუერტო რიკო 67-64 ტუნისი
სამხრეთ კორეა 66-108 ნიგერია
იტალია 77-92 სერბეთი
ვენესუელა 72-59 ჩინეთი
რუსეთი 61-69 არგენტინა
ესპანეთი 73-65 ირანი

დღეს პირველი რაუნდი კიდევ ოთხ ქვეჯგუფში დასრულდება და მეორე რაუნდის K და H ჯგუფებიც დაკომპლექტდება.

კანადა – სენეგალი
ბრაზილია – მონტენეგრო (12:00 – 1 არხი)
გერმანია – იორდანია
თურქეთი – ჩეხეთი
ლიტვა – ავსტრალია (15:30 – 1 არხი)
საბერძნეთი – ახალი ზელანდია
დომინიკელთა რესპუბლიკა – საფრანგეთი
აშშ – იაპონია (16:30 – 2 არხი)