მეორე ქართველი ლა ლიგაში - გიორგი გაგუა „ალავესის“ განაცხადში იყო #1TVSPORT
მეორე ქართველი ლა ლიგაში - გიორგი გაგუა „ალავესის“ განაცხადში იყო #1TVSPORT

გიორგი გაგუა ლა ლიგაში დაბრუნებული „ალავესის“ განაცხადში იყო ჩემპიონატს პირველი ტურის შეხვედრაში „კადისთან“, რომელშიც ქართველის გუნდი 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, მეოთხე წელია, „ალავესის“ სისტემაში იზრდება და 19-წლამდელების გუნდიდან ჯერ „ალავესი“ B-ში დააწინაურეს, შემდეგ კი – მთავარ გუნდში. გასულ სეზონში გამოცდილების მისაღებად „რეალ უნიონში“ გაუშვეს.

მართალია, გიორგი გაგუას „კადისთან“ არ უთამაშია, მაგრამ კიდევ ერთი ქართველია, რომელიც ტოპლიგის გუნდში მოხვდა.

ქართველები ტოპლიგებში:

ლა ლიგა – ესპანეთი

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი გაგუა (ალავესი)

სერია A – იტალია

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), გიორგი კვერნაძე (ფროსინონე)

ლიგა 1 – საფრანგეთი

გიორგი მიქაუტაძე (მეცი)