მეორე ქართველი ბოსნიაში - ივანიაძე „ტუზლაში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
მეორე ქართველი ბოსნიაში - ივანიაძე „ტუზლაში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

გიორგი ივანიაძემ „ტუზლასთან“ გააფორმა კონტრაქტი, – ქართველ ფეხბურთელზე ინფორმაცია ბოსნიური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„23 წლის ქართველი ყაზახეთის „კიზილჟარიდან“ მოვიდა, რომელმაც ზაფხულში კონფერენს ლიგის მე-2 რაუნდში „ოსიეკი“ დაამარცხა, ივანიაძემ კი გრადსკში გაიტანა. მანამდე ის რამდენიმე ქართულ კლუბში თამაშობდა და გარემარბის პოზიციაზეა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივანიაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია“, – წერია „ტუზლას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კლუბის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან და რამდენიმე ნაცნობისგან გამაჩნია, მაგრამ ახლა გუნდს უკეთ გავიცნობ. იმედი მაქვს, რომ მოლოდინებს გავამართლებ და მწვრთნელს თავს მოვაწონებ“, – ამბობს ივანიაძე.

„ტუზლას“ პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ივანიაძემ ბოსნიის პრემიერ ლიგის კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „საბურთალოს“ მეორე აღზრდილია, ვინც წელს ამ ბალკანურ ქვეყანაში გადავიდა. იანვარში „სარაევოში“ გიორგი გულიაშვილი ჩაირიცხა.