მეორე ოქრო 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე - სულამანიძე ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ხუთი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძემ. ქართველმა ფინალში უნგრელი ვეგი მტკივნეული ილეთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა 18 წლის მიხეილ ჯაფარიძემ, მაგრამ იგი იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

ცოტა ხნით ადრე კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) გახდა. სარაევოში ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლებისთვის საბა ინანეიშვილი (+100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.