მეორე ოლიმპიური ლიცენზია საქართველოს ნაკრებს ოდიკაძემ მოუტანა
მეორე ოლიმპიური ლიცენზია საქართველოს ნაკრებს ოდიკაძემ მოუტანა

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა. პირველი ლიზენცია გუშინ გენო პეტრიაშვილმა აიღო.

ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის ამერიკელების ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დღესვე ოქროს მედლისთვის 61 კგ წონით კატეგორიაში მოაპარეზე ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან იბრძოლებს.