მეორე მოგება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინმა შიმანოუმი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT 

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ივლისის ბაშო მიმდინარეობს. სუმოს სუპერტურნირზე დღეს მე-3 სატურნირო დღეა, სადაც თავისი ბრძოლა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გამართა. ქართველი მებრძოლი მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა.

ბრძოლა რამდენიმე წამი გაგრძელდა და მძლავრი შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინმა ჰატაკიკომით მოიგო.

ამ გამარჯვებით გორგაძეს 3 დღის შემდეგ 2 მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა. ხვალ, 13 ივლისს მისი მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს.