მეორე მედალი პარიზიდან - ნუგზარ ტატალაშვილის ბრინჯაო

პარიზის დიდ სლემზე მეორე დღის ფინალური ბლოკი ნუგზარ ტატალაშვილისა და კანადელი ანტუან ვილოს-ფორტიერის ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებით დაიწყო.

კვარცხლბეკზე ასასვლელი შეხვედრის ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა. დამატებითში სპორტსმენები ორ-ორი შიდოთი გადავიდნენ. რეპეშაჟის ნახევარფინალის მსგავსად, სადაც ტატალაშვილმა გამარჯვების გდება შეხვედრის მეათე წუთზე შეასრულა, ოქროს ქულა აქაც მან მიოპოვა. 54-ე წამზე ნუგზარმა მეტოქეს ვაზარი აუღო და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პირველი მედალიც დაისაკუთრა.

ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს ერგო. ჩემპიონი იაპონელი ფუჯივარა გახდა. ვერცხლს კი სამხრეთ კორეელი ლიი დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს პარიზის მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე მედალია. გუშინ -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა.

დღესვე მედლისთვის იბრძოლებს კიდევ ორი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი (-90) ფინალშია, ვარლამ ლიპარტელიანი (-100) კი მესამე ადგილზე გასვლას შეეცდება.