მეორე მარცხი შვეიცარიასთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაასრულა (ვიდეო)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიაში შეკრება დაასრულა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა. მე-10 წუთზე მასპინძლები ნოა რუპმა დააწინაურა. 31-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა წონასწორობა ლამაზი თავური დარტყმით აღადგინა – 1:1. 59-ე წუთებზე გვიშიანი მეტოქეს ეუხეშა, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. შვეიცარიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 65-ე წუთზე მეორე გაიტანეს: გადამწყვეტი გოლი ბაზელის თავდამსხმელის, ანდრინ ჰუნზიკერის ანგარიშზეა – 2:1.
საქართველო U17: ასათიანი, ამბროსიძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, სალუქვაძე, აბჟანდაძე, უგრეხელიძე, ზოსიაშვილი, ტატიშვილი.