მეორე „ელ კლასიკოს“ თარიღი დადგინდა
მეორე „ელ კლასიკოს“ თარიღი დადგინდა

ესპანეთის ლა ლიგას ხელმძღვანელობამ დაადგინა სეზონის მეორე „ელ კლასიკოს“ ჩატარების თარიღი. ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის პირველ მარტს (კვირა) გაიმართება. დასაწყისი: თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე. შეხვედრას მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

22 ტურის შემდეგ, „რეალი“ ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს, „ბარსელონა“ მას სამი ქულით ჩამორჩება.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი 18 დეკემბერს, ბარსელონაში ანგარიშით 0:0 დასრულდა.