მეორე დიდი გაცვლა NBA-ში - დე’აარონ ფოქსი „სან ანტონიოში“, ზაკ ლავინი „საკრამენტოში“ #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კიდევ ერთი მსხვილი გაცვლა განხორციელდა სამ გუნდს („სან ანტონიო“, „საკრამენტო“, „ჩიკაგო“) შორის, რომლის მთავარი მოქმედი პერსონები იყვნენ „საკრამენტოს“ გამთამაშებელი დე’აარონ ფოქსი და „ჩიკაგოს“ მცველი ზაკ ლავინი.
სამმხრივი გაცვლის შედეგად ასეთი გადაადგილებები მოხდა:
„სან ანტონიომ“ მიიღო: დე’აარონ ფოქსი, ჯორდან მაკლაფლინი.
„საკრამენტომ“ მიიღო: ზაკ ლავინი, სიდი სისოკო, დრაფტის I რაუნდში არჩევანი (2025, 2027, 2031), დრაფტის II რაუნდში არჩევანი (2025, 2028).
„ჩიკაგომ“ მიიღო: ზაკ კოლინზი, ტრეი ჯონსი, კევინ ჰუერტერი, დრაფტის I რაუნდში არჩევანი (2025).
27 წლის ფოქსი საშუალოდ მატჩში 25.0 ქულას, 5.0 მოხსნასა და 6.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
29 წლის ლავინის საშუალო მონაცემებია 24.0 ქულა, 4.8 მოხსნა და 4.5 შედეგიანი პასი.