მეორე 11-წუთიანი ბრძოლა აბუ დაბის გრანდ სლემზე - შავდათუაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
მეორე 11-წუთიანი ბრძოლა აბუ დაბის გრანდ სლემზე - შავდათუაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი დამატებითი დროის მეშვიდე წუთზე დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უზბეკ ძიუდოისტს ტურაევს შეხვდება.

 

ტურნირის პირველ შეხვედრაში ლაშამ მოლდოველ მეტოქეს ადილ ოსმანოვს 11-წუთიან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათებით სძლია.

შავდათუაშვილმა მიმდინარე წელს ძალიან კარგად იჭიდავა და ძიუდოს ტურის ბოლო გრანდ სლემის მოგებასაც აუცილებლად შეეცდება. 29 წლის ქართველი შეჯიბრის მთავარ ფოტოზეცაა გამოსახული და თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. შავდათუაშვილი ტურნირზე საკუთარ წონაში (73 კგ) პირველ ნომრად არის განთესილი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.