მენი პაკიაოს ფილიპინებში მმართველი პარტია ჩააბარეს
მენი პაკიაოს ფილიპინებში მმართველი პარტია ჩააბარეს

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი მენი პაკიაო ფილიპინების მმართველი პარტიის – პდპ-ლაბანის პრეზიდენტად აირჩიეს.

41 წლის პაკიაო 2016 წლიდან სენატორია. პარტია პდპ-ლაბანმა საპარლამენტო არჩევნებში 2019 წელს გაიმარჯვა. მისი წევრი გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პაკიაომ, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს 2022 წელს ფილიპინების პრეზიდენტის არჩევნებზე, თუმცა, თავად მოკრივეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

„ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ჩვენი ღარიბი, მშიერი და უსახლკარო თანამემამულეების დასახმარებლად. არჩევნებამდე ჯერ შორია, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე“, – თქვა პაკიაომ პარტიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

ელოდებიან, რომ 2021 წელს, პაკიაო კრივის წესებით შეხვდება UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს.

დატოვე კომენტარი