მენი პაკიაომ ახალი ბრძოლა დააანონსა
მენი პაკიაომ ახალი ბრძოლა დააანონსა

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო თავის მორიგ ორთაბრძოლას ამერიკელ კიტ ტურმანის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამის შესახებ თავად აზიელმა გამოაცხადა საკუთარი „ინსტაგრამის“ მეშვეობით.

ბრძოლა 20 ივლისს გაიმართება და მის ტრანსლაციას ტელეკომპანია „ფოქს სპორტსი“ (Fox Sports) განახორციელებს. მოკრივეები გაითამაშებენ WBA-ის ტიტულს ნახევრადსაშუალო წონაში. შეხვედრის ჩატარების ადგილი უცნობია, თუმცა, საკრივო სამყაროში თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება.

40 წლის პაკიაომ პროფესიულ რინგზე 61 ბრძოლა (39 – ნოკაუტით) მოიგო, შვიდჯერ დამარცხდა და ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 30 წლის ტურმანს 29-დან 29 მოგება აქვს, აქედან 22 ნოკაუტით.