მენი პაკიაო თვითიზოლაციაშია კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო
მენი პაკიაო თვითიზოლაციაშია კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მენი პაკიაო, რომელიც ფილიპინების სენატშია არჩეული, მანილაში საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც გაზეთი „სანი“ წერს, 41 წლის პაკიაო კარანტინში წავიდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მოკრივემ სენატიდან მიიღო რეკომენდაციის წერილი, რომ უნდა დარჩეს შინ 14 დღის განმავლობაში.

პაკიაოს 4 მარტს ჰქონდა კონტაქტი კოლეგა კოკო პიმენტელთან, რომელსაც 10 დღეში გაუჩნდა კორონავირუსის სიმპტომები.

„სენატში ბევრ თქვენს კოლეგას ჰქონდა COVID-19, ამიტომაც უნდა დაიცვათ კარანტინი და დარჩეთ სახლში“, – მიმართეს წერილით პაკიაოს.

რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ მოკრივეს, არამედ მის ოჯახს.

ასე რომ, პაკიაო თვითიზოლაციაშია თავის სახლში, რომელიც 2012 წელს 7.8 მილიონ დოლარად შეიძინა.