მენი პაკიაო რინგს უბრუნდება - ლეგენდარული მოკრივე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება #1TVSPORT
მენი პაკიაო რინგს უბრუნდება - ლეგენდარული მოკრივე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება #1TVSPORT

ლეგენდარული მოკრივე, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მენი პაკიაო რინგზე ბრუნდება.

42 წლის ფილიპინელმა მოკრივემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ეროლ სპენსთან დაპირისპირების ზუსტი თარიღი დაასახელა – პიკაიოსა და სპენსის ბრძოლა  24 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პიკაიომ WBA ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში რინგზე არ ასულა.

ბოლო ბრძოლა ფილიპინელმა მოკრივემ 2019 წელს კიტ ტურმანთან გამართა და WBA-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

პაკიაოს მოწინააღმდეგე WBC და IBF ვერსიებით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და თუ ფილიპინელი გამარჯვებას მოახერხებს, რინგზე ტრიუმფით და ორი ქამრით დაბრუნდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Manny Pacquiao (@mannypacquiao)

დატოვე კომენტარი