მენი პაკიაო - მეივეზერს, უბრალოდ შურს ჩემი
მენი პაკიაო - მეივეზერს, უბრალოდ შურს ჩემი

ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ფილიპინელმა მენი პაკიაომ განაცხადა, რომ ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ფლოიდ მეივეზერს მისი შურს.

პაკიაომ ეს იმით ახსნა, რომ ჯერ ისევ იბრძვის პროფესიულ რინგზე, ფლოიდმა კი უკვე დაასრულა კარიერა.

„მეივეზერს, უბრალოდ შურს, რადგან თავად უკვე პენსიაზეა! ჩვენ კი ჯერ ისევ აქტიურები ვართ. მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. ჯერ ადრეა კარიერის დასრულება. მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით გეგმები არ მაქვს“, – განაცხადა პაკიაომ.

უფრო ადრე, მეივეზერმა პაკიაოს „ბებერი“ უწოდა და მოქმედ მოკრივეებს მოუწოდა – ერთმანეთში იჩხუბონ და ფილიპინელი არ გამოიწვიონ.

41 წლის პაკიაომ თავისი ბოლო ბრძოლა გასული წლის ზაფხულში ჩაატარა, როცა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა კიტ ტურმანი.

მეივეზერმა და პაკიაომ 2015 წელს იჩხუბეს ერთმანეთში და მაშინ ქულებით ამერიკელმა მოიგო.

დატოვე კომენტარი