მენი პაკიაო მაიკი გარსიას მომდევნო მეტოქედ სახელდება
მენი პაკიაო მაიკი გარსიას მომდევნო მეტოქედ სახელდება

ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ, შესაძლოა, მომდევნო ორთაბრძოლა ამერიკელი მაიკი გარსიას წინააღმდეგ ჩაატაროს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა „ატლეტიკმა“.

ბრძოლის ორგანიზებით დაინტერესებულია სტრიმინგ-სერვისი DAZN. აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები გარსიას პრომოუტერებთან უახლოეს დროში დაიწყება.

შეხვედრის ჩატარებას საუდის არაბეთში 11 ივლისს ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ მაიკი გარსიამ გასულ უქმეებზე პირველი ბრძოლა ჩაატარა ნახევრადსაშუალო წონაში და ჯესი ვარგასი დაამარცხა.

დატოვე კომენტარი