მენი პაკიაო ფილიპინების პრეზიდენტობას არ აპირებს
მენი პაკიაო ფილიპინების პრეზიდენტობას არ აპირებს

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მენი პაკიაო, რომელიც, ამჟამად, WBA-ის ჩემპიონის ტიტულს ფლობს ნახევრად საშუალო წონაში, პოლიტიკურ კარიერაში წინსვლას არ აპირებს. კერძოდ, მოკრივის გეგმებში არ არის ფილიპინების პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება.

„მას შემდეგ, რაც სენატორი გავხდი, არ ვიცი, ვიბრძოლებ თუ არა პრეზიდენტობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩემი კანდიდატურის წამოყენება ჯერჯერობით გეგმაში არ მაქვს. სენატორობითაც ბედნიერი ვარ – ვემსახურები ჩემს ქვეყანას და თან შესაძლებლობა მაქვს, მოკრივის კარიერა გავაგრძელო. დღეისთვის, კრივში დარჩენა ჩემს გეგმებშია, რადგან ამის კეთება ჯერაც შემიძლია“, – განაცხადა პაკიაომ.

სენატორის პოსტზე მისი უფლებამოსილება 2022 წელს სრულდება. პაკიაო თავის მორიგ საკრივო ორთაბრძოლას 19 იანვარს, ლას ვეგასში ამერიკელი ედრიენ ბრონერის წინააღმდეგ გამართავს.