მენი პაკიაო - დიდი ალბათობით, მეივეზერთან ბრძოლა გაიმართება
მენი პაკიაო - დიდი ალბათობით, მეივეზერთან ბრძოლა გაიმართება

ფილიპინელი მენი პაკიაო გამოეხმაურა ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2018 წელს რინგზე დაბრუნებასა და პაკიაოსთან ბრძოლას აპირებს.

„ჯერჯერობით არანაირი საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, ასე რომ ჩვენ წინ გვაქვს გრძელი და სერიოზული მოლაპარაკებები. მე და ფლოიდი შევხვდით ერთმანეთს იაპონიაში და ფანები დიდი აღფრთოვანებით შეგვხვდნენ, ასე რომ მეივეზერთან ერთად განვიხილეთ ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა და მივხვდით, რომ ორივესთვის ეს საინტერესო იქნება. დიდი ალბათობით, ჩვენი ბრძოლა შედგება, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, როდის და სად გაიმართება ის“, – განაცხადა GMA News-თან კომენტარში პაკიაომ.

ავტორიტეტული ჟურნალის, „რინგის“ ინფორმაციით, ორი ლეგენდის ბრძოლა 1 ან 8 დეკემბერს, ლას ვეგასში შედგება.