მენი პაკიაო - ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს მეივეზერთან
მენი პაკიაო - ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს მეივეზერთან

ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა მენი პაკიაომ ჟურნალისტებს უამბო, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის გუნდთან შესაძლო რევანშის თაობაზე.

„ეს სიმართლეა, რომ დღეს ჩვენი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯერჯერობით, არანაირი კონკრეტული სიახლე არ არის, მხოლოდ ლაპარაკი და ფორმალური დისკუსიები. ამიტომაც, არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა, რა მოხდება უახლოეს მომავალში. არ მაღელვებს ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია. ადამიანებს რაც სურთ, ის ილაპარაკონ“, – მოჰყავს პაკიაოს სიტყვები გაზეთ „ნეიშენალს“ (The National).

შეგახსენებთ, რომ თავის ბოლო ბრძოლაში მენი პაკიაომ კიტ ტურმანი დაამარცხა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით და მოიპოვა WBA-ის ჩემპიონის ტიტული.