მენი პაკიაო აცხადებს, რომ 40 მილიონ დოლარად ნებისმიერ მოკრივეს შეებრძოლება
მენი პაკიაო აცხადებს, რომ 40 მილიონ დოლარად ნებისმიერ მოკრივეს შეებრძოლება

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მენი პაკიაომ განაცხადა, რომ 40 მილიონ ევროდ რინგზე ნებისმიერ მოკრივის წინააღმდეგ ავა, მაგრამ თავად, WBA -ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონთან, ტერენს კროუფორდთან ბრძოლას ისურვებდა.

„მსურს, ვებრძოლო იმ მოკრივეებს, რომლებიც ჩემპიონის ქამრებს ფლობენ, – ციტირებს პაკიაოს სიტყვებს BoxingScene. – ბობ არუმს უკვე ვუთხარი, რომ კროუფორდთან საბრძოლველად მზად ვარ.

თანახმა ვარ, გავყო ჰონორარი, თუ ჩემი წილი 40 მილიონი ევრო იქნება. მზად ვარ, ვიჩხუბო ნებისმიერთან. თქვენ იცით, რომ მე გამოწვევებს არ გავურბივარ, პირიქით –  ვეძებ“.

ფილიპინელ მოკრივეს 2019 წლის შემდეგ აღარ უბრძოლია და შესაბამისად, ტიტულის გარეშე არის დარჩენილი.