„მემფის გრიზლისის“ ფორვარდი ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება გამოცემა TMZ-ი. სიკვდილის მიზეზების შესახებ ცნობილი არ არის.
„მემფისმა“ კლარკი 2019 წლის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩია და ფორვარდმა თავის კარიერაში შვიდივე სეზონი ამ გუნდის რიგებში ჩაატარა.
2026 წლის აპრილში კლარკი არკანზასის შტატში დააპატიმრეს აკრძალული ნივთიერების შენახვისთვის, ასევე სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მომდევნო დღეს ის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
NBA-ში საუკეთესო სეზონი კლარკს სადებიუტო ჰქონდა, როცა 58 მატჩში საშუალოდ 12.1 ქულა და 5.9 მოხსნა დააგროვა. 2025-26 წლების სეზონში ის მხოლოდ ორჯერ გავიდა მოედანზე.