მემფის დეპაისთვის „მილანი“ და „ევერტონი“ იბრძვიან
მემფის დეპაისთვის „მილანი“ და „ევერტონი“ იბრძვიან

„ლიონის“ ხელმძღვანელობა ფორვარდ მემფის დეპაისთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რადგან 26 წლის ნიდერლანდელი მიმდინარე ზაფხულში პრიორიტეტად გუნდის გამოცვლას განიხილავს. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატო“ ავრცელებს.

დეპაი „ლიონის“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და მისი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი თანახმაა ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს და მისი შეძენის მთავარ პრეტენდენტებად „მილანი“ და „ევერტონი“ სახელდებიან. იტალიური გრანდი უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიტუაციას აკვირდება და მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება „ლიონთან“.

2019-20 წლების სეზონში დეპაიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.