მემფის დეპაის „ლაციო“ შეიძენს
მემფის დეპაის „ლაციო“ შეიძენს
ფრანგული „ლიონის“ ფორვარდი მემფის დეპაი სერია A-ს ლიდერის „ლაციოს“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – წერს გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“.
ნიდერლანდელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება და თუ მხარეები უახლოეს პერიოდში კომპრომისამდე ვერ მივლენ, „ლიონს“ მოუწევს ფეხბურთელის გაყიდვა.
26 ტურის შემდეგ, რომაული კლუბი იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს.
ამ სეზონში დეპაიმ „ლიონის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა. 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 55 მილიონ ევროს შეადგენს.