მემფის დეპაიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ევრო 2020-ის გამოტოვება ემუქრება
მემფის დეპაიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ევრო 2020-ის გამოტოვება ემუქრება

ფრანგულმა „ლიონმა“ ხანგრძლივი დროით დაკარგა ფორვარდი მემფის დეპაი. კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია ჰოლანდიელი ფეხბურთელის მძიმე ტრავმის შესახებ.

დეპაის დაუდგინეს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების გაწყვეტა. ასეთი ტრავმის მკურნალობას, როგორც წესი, მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება. ასე რომ, დეპაის აუცილებლად გაუცდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი. ასევე დიდია ევრო 2020-ის გამოტოვების რისკი.

ამ სეზონში ჰოლანდიელმა 13 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და ცხრა გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მას ხუთ მატჩში ხუთი გოლი ჰქონდა.

დეპაიმ ტრავმა ლიგა 1-ის მე-18 ტურში „რენის“ წინააღმდეგ მიიღო.