„ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მემფის დეპაის შეძენა მოითხოვა
„ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მემფის დეპაის შეძენა მოითხოვა

„ლიონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი მემფის დეპაი უახლოეს პერიოდში გააფორმებს კონტრაქტს „ბარსელონასთან“. ამის შემდეგ, კატალონური კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. დეპაის შეძენა პირადად მოითხოვა „ბარსელონას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, – წერს საკუთარ „ტვიტერში“ ჟურნალისტი დანიელე ლონგო.

დეპაი „ლიონში“ 2017 წელს გადავიდა და მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 44 მილიონ ევროს შეადგენს.

2020-21 წლების სეზონში ფორვარდმა ერთი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და ჰეთ-თრიკი შეასრულა.