მემფის დეპაი „ლიონის“ კაპიტანი გახდა
მემფის დეპაი „ლიონის“ კაპიტანი გახდა

ფრანგული კლუბის ჰოლანდიელი თავდამსხმელი „ლიონის“ მუდმივი კაპიტანი გახდა.

„გუნდის კაპიტანი მემფისი იქნება. ამ როლზე რამდენიმე ფეხბურთელი განიხილებოდა, რომლებმაც სხვადასხვა დროს „ლიონის“ კაპიტნის სამკლაური მოირგეს, მაგრამ მემფისი ისეთ სიმაღლეზე ავიდა, როგორც სპორტული ფორმის, ასევე მოტივაციის გათვალისწინებით, რომ არჩევანი ცხადი იყო. ამასთანავე, მემფისმა ფრანგულის სწავლაც დაიწყო“
– განაცხადა „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ გარსია „ლიონს“ სათავეში 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა. ამ პერიოდიდან მწვრთნელმა კაპიტნის სამკლაური რამდენიმე ფეხბურთელს მოარგო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მემფის დეპაიზე გააკეთა.