მემფის დეპაი იანვარში ბარსელონაში გადავა
მემფის დეპაი იანვარში ბარსელონაში გადავა

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ კომენტარი გაუკეთა გუნდის ფორვარდის მემფის დეპაის არშემდგარ ტრანსფერს “ბარსელონაში”. ნიდერლანდელი ფეხბურთელი კატალონელთა სატრანსფერო სამიზნე იყო, მაგრამ გარიგება მაინც არ შედგა.

“თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი მემფისში. ორჯერ მქონდა შეხვედრა კატალონელთა პრეზიდენტთან ბარტომეუთან. ვიცი, რომ კუმანი მას ელოდა და რომ მემფისი ყველაფერს იღონებდა ტრანსფერისთვის.

დღეს დეპაი იმედგაცრუებულია, მაგრამ არა ჩვენთან დაკავშირებით, არამედ იმის გამო, რომ ვერ შეძლო ესპანეთში გამგზავრება. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა იქ იანვარში გაემგზავროს. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მასთან კონტრაქტი გაგვეგრძელებინა, მაგრამ იმის გამო, რომ ის მუდმივად “არას” ამბობს, ეს რთულ საკითხად გვეჩვენება”, – თქვა ოლამ.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ექვსი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და ოთხი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი