მელიას ოქრო და ორი ბრინჯაო საფრანგეთის გრან პრიზე
მელიას ოქრო და ორი ბრინჯაო საფრანგეთის გრან პრიზე

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დასრულდა ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრი. დღეს ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს.

ჩვენი ქვეყნის სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გამოვიდნენ.

გიორგი მელიამ (97კგ) მთელი ტურნირი დამაჯერებლად იჭიდავა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი მურად ლოკიაევი მარტივად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს სულხან ბუიძემ (130კგ) და გურამ ხეცურიანმა (87კგ). ნუგზარ წურწუმია და ბექა მამუკაშვილი კი სამწუხაროდ, ტურნირზე უმედლოდ დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად იჭიდავეს. მათ ანგარიშზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.

დატოვე კომენტარი