მელია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ქაჯაია მედლის შანსს ინარჩუნებს
მელია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ქაჯაია მედლის შანსს ინარჩუნებს

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდნენ.

ჩხარტიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დათმო ჩრდილოკორეელ სე უნგ რისთან, ხოლო გელა ბოლქვაძე 1/16 ფინალში აზერბაიჯანელ მურსალიევთან დამარცხდა და ორივემ მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

იაკობ ქაჯაიამ მეოთხედფინალში მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ, თურქ რიზა კაიასთან დათმო ორთაბრძოლა, მაგრამ ჩვენი მოჭიდავე თურქის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მესამე ადგილის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.